

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს გორში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, 13 ოქტომბრიდან კი გამოიდარებს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 10 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +11 გრადუსს მიაღწევს. ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი 11 ოქტომბერსაც, ჰაერი კი დღისით +12 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-დან 20 ოქტომბრამდე, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
12-13 ოქტომბერს ნავარაუდევია +16 გრადუსი, 14-დან 20 ოქტომბრამდე კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს