

10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მეტყევეები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს - ტყეს იცავენ, შესაბამისად, აღნიშნული პროფესია მეტად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია.
მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
ცნობისთვის, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს