

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ზერტში სპორტული მოედნის და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ფეხბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი, გარე განათება, ღობე, ფეხბურთის კარები მოეწყობა.
„ფეხბურთის მოედნის მიმდებარე სივრცეში, იგეგმება, ასევე, გარე მოხმარების სავარჯიშო ინვენტარის მონტაჟი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დეკორატიული ბორდიურები და კაუჩუკის ფილები.
პროექტები, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს