

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე „აგროქართუს“ მხარდაჭერით, ბუნებაში ორასამდე ფრთა გნოლი გაეშვა.
ღონისძიებას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ჩეხი სპეციალისტების სტუმრობის მთავარ მიზანს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და განვითარების საკითხების მოგვარება წარმოადგენდა.
„აღნიშნული ფრინველი წარმოადგენს წითელ წიგნში შეტანილ სახეობას, შესაბამისად, ლანდშაფტის გუნდი აწარმოებს დაკვირვებას ბუნებაში გაშვებული კაკაბისა და გნოლის გუნდებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს