

საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო, შესაბამისად, ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე დარჩა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, იმპიჩმენტს თუ პარლამენტის 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება. იმპიჩმეტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, დაუშვებელია იმავე ბრალდების ხელახლა წარდგენა.
ცნობისთვის იმპიჩმენტის იმიციატორი ,,ქართული ოცნება" იყო, ზურაბიშვილი ქვეყნის უმაღლესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს