

აგრარული საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, შესაძლებლობა ეძლევათ გაიღრმავონ ცოდნა სოფლის მეურნეობის სფეროში და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ.
ორგანიზატორების თქმით, აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.
„პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას ფერმერული მეურნეობის, ღვინის ისტორიის, მებოსტნეობის, მეფუტკრეობის, აკვაკულტურის, ვეტერინარიისა და ნიადაგმცოდნეობის, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობის, ბიომეურნეობის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: docs.google.com/…/1ClTIiqGAi15iquAsR3uQiU…/viewform. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერია“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს