

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ახლახანს დასრულდა სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთისუბანში სადაც ასფალტიანი გზა მოეწყო.
პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაიგო 494 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ამასთან, გზის და საკარმიდამო ნაკვეთის დაცვის მიზნით, ერთ მონაკვეთზე მოეწყო რკინა-ბეტონის კედელი.
„ჩინეთისუბანში“ გზის ეს მონაკვეთი გრუნტიან გზას წარმოადგენდა და წლების განმავლობაში ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.
ხიდისთავში შიდა გზების მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს