

გაერთიანებული ერების დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა.
საგანმანათლებლო სივრცის მიზანს მდგრადი განვითარების მიღწევის მნიშვნელოვან პროცესებში ახალგაზრდების და სტუდენტების აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოში გაეროს ოფიციალურ წარმომადგენელთან საბინე მახლთან ერთად, გორის მუნიპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სტუდენტებს ახალი სივრცის ჩამოყალიბება მიულოცეს და მდგრადი განვითარების მთავარი მიზნების და მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ცნობისთვის, გორის უნივერსიტეტში ახალგაზრდული სივრცე განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის და გაეროს წარმომადგენლობის თანამშრომლობით გაიხსნა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს