

გორში ინტელექტუალური შეჯიბრის „სიტყვის ძალა“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს გორის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის (მეოთხე, მეთორმეტე,ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის, სკრის, ტირძნისის და დიცის) გუნდი დაუპირისპირდა.
გამარჯვებულის ტიტული მეოთხე საჯარო სკოლამ (მეთაური: ალექსანდრე წულაია) მოიპოვა.
შეჯიბრი 26 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, ინტელექტუალური კონკურსი „სიტყვის ძალა“ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ორგანიზებით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით, ყოველწლიურად ტარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს