

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მონაწილეობით გორში, კვერნაქის დასახლებაში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ღამბარაულის ქუჩაზე, სკვერის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
უწყების ცნობით, აქტივობის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა წარმოადგენდა.
დასუფთავების აქცია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭრით მოეწყო.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი