

პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მეორადი რეგისტრაცია და დაიწყო 1-ელი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს, იმ პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება, რომლებზეც თავისუფალი ადგილებია ხელმისაწვდომი, შეუძლიათ პორტალზე: vet. emis. ge
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც შერჩევა ხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, აპლიკანტი ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტირებაში უკვე გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება კი, აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს