

გორის განვითარების სააგენტომ გერმანელ მოხალისეებთან ერთად, გორელი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსები დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, მოსწავლეებისთვის უცხოური ენის შესწავლა ორიგინალური აქტივობებით მოხდება.
გაკვეთილები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, კვირაში ორჯერ ჩატარდება.
კურსის ხანგრძლივობა სამ თვეს გასტანს, რის შემდეგაც სააგენტო კურსს ახალი მონაწილეებით დააკომპლექტებს. ამჟამად, ენის შემსწავლელ კურსებს ოცი (13-დან 18 წლამდე) ახალგაზრდა გადის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს