

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შეძენილი სამედიცინო ტექნიკის მეშვეობით, მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება.
მოძრავი მამოგრაფიის სერვისი, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა, ამჯერად, შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს და მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევა ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.
სამედიცინო გადასინჯვების აქციას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მოძრავი სკრინინგცენტრის აუცილებლობაზე და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
უფასო სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და კიბოს პრევენციაა.
ცნობისთვის, სამედიცინო ტექნიკის შეძენა იაპონიის მთავრობის თანადაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს