

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023“-ის გამარჯვებული სკოლები ცნობილია.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა საუკეთესო სამეულში მოხვდა და მეორე ადგილის მფლობელია.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სასკოლო კონკურსის ფინალში №9 საჯარო სკოლის გარდა, №8 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „თამარიონი“ და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის თანაორგანიზატორები კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი არიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს