

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი და წიგნები გადაეცათ.
საჩუქრები მოსწავლეებს შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ღამბაშიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გადასცეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ახალგაზრდებთან ქვეყნის ისტორიაზე და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ამჯერად სოფელ ქერეს ვესტუმრეთ. ერთობლივი ღონისძების ფარგლებში, მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი გადავეცით. მსგავსი სახის აქტივობების გამართვას რეგიონის სხვა სოფლებშიც ვგეგმავთ“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს