

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ევროკომისია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც აფასებს.
ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
გაფართოების შესახებ ანგარიში 10 ქვეყანას მოიცავს.
შეგახსენებთ, ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.
ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს