

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გამწვანების საშემოდგომო სამუშაოებს ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია უკვე გამწვანდა. სამუშაოები სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.
„რამდენიმე ლოკაციაზე ვრგავთ ლუგუსტრუმის, ტუხტის, ნეკერჩხლის, იფნის, წყავის, ტუიის, ტირიფის და ცაცხვის ნერგებს. უკვე გამწვანდა ბესიკის, ბაქოს, ანტონოვის, რომელაშვილების ქუჩები და სოფელ დიცში ახლადმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე. სეზონის დასრულებამდე ხე-მცენარეები კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე დაირგვება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს