

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, უკვე საქართველოშია, - ინფორმაცია მედიასაშუალებებთან ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
„ვოსორიდიტის“ მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, პირველი ოთხი პაციენტი სავარაუდოდ 15 ნოემბერს გაიკეთებს ინექციას, ორი კი მომდევნო კვირებში ჩაერთვება მკურნალობის პროცესში.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობის პროცესი იაშვილის კლინიკაში წარიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს