საინტერსო ამბები
24.02.2020 16:51
ჟან პოლ გოტიე - ერთადერთი დიზაინერი, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის სრულუფლებიანი წევრი იყო
ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა, ჟან-პოლ გოტიემ, პარიზის ოტ კუტიურის მოდის კვირეულის ფარგლებში, ახლახანს 50-ე საიუბილეო, თავისი უკანასკნელი ჩვენება გამართა და მოდის სამყაროდან წავიდა.
ჟან-პოლ გოტიე ერთადერთი დიზაინერია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის სრულუფლებიანი წევრი იყო.
67 წლის ჟან-პოლ გოტიე ყოველთვის აცმევდა ყველანაირი სფეროს წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს - იქნებოდა ეს ნიკოლ კიდმანი და ქეით ბლანშეტი, თუ ლედი გაგა და რიანა.

დიზაინერის უკანასკნელ ჩვენებაზე თავი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა - ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა, კარლი კლოსმა, ირინა შეიკმა, დიტა ვონ ტისმა, კარენ ელსონმა და სხვებმა.
ჟან-პოლ გოტიემ დიდი წვლილი შეიტანა მოდის ინდუსტრიისა და ოტ კუტიურის განვითარებაში. მან თავისი სახელობის მოდის სახლი 1982 წელს დაარსა, თუმცა მანამდე პიერ კარდენის ასისტენტად მუშაობდა და 1976 წელს თავისი პირველი ინდივიდუალური კოლექციაც შექმნა.
კვირის ამბები