

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით, გორმა „ახალგაზრდულ ფესტივალს“ უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მოეწყო ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც.
„ახალგაზრდული ფესტივალი“ „ქართული ოცნების“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელოვანი ახალგაზრდების წახალისება და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს