

საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობის და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ.
მოქალაქეთა მომსახურების პირველი ცენტრი თბილისში უკვე გაიხსნა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს