

გორში, კვერნაქის სასაფლაოს მიმდებარედ, სამების ტაძართან ასასვლელი რკინაბეტონის კიბის მოწყობა მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები მალე დასრულდება.
პროექტი ბეტონის კიბის საფეხურების, დაფერილი ლითონის მოაჯირის, გარე განათების და საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს