

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ტური მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი ცოდნა შემდეგ სასკოლო საგნებში: ისტორია (8 იანვარი), მათემატიკა (9 იანვარი), ინგლისური (9 იანვარი), ქიმია (10 იანვარი), გეოგრაფია (10 იანვარი), ფიზიკა (11 იანვარი), რუსული (11 იანვარი), ბიოლოგია (12 იანვარი), გერმანული (12 იანვარი) და ფრანგული (12 იანვარი) გამოავლინონ. გარდა ამისა, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაშიც (8 იანვარი) დაადასტურონ.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგამოცდო პროცესი №3 საჯარო სკოლაში (ამილახვრის 26) წარიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს