

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.
გორის მერიის ორგანიზებით, დროშები განთავსდა ქალაქის ქუჩებში, ადმინისტრაციულ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე და საცხოვრებელი კორპუსების აივნებზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ისტორიული ფაქტის - კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღნიშვნასთან დაკავშირებით, მთავარი საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე დედაქალაქში გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს