

ავტოიმპორტიორებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ძველი, ანუ 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას, იანვრიდან შემოსული ავტომობილის მხოლოდ რეექსპორტზე გაყვანა შეეძლებათ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველ ავტომობილს, რომელიც 1-ლი იანვრიდან შემოვა ქვეყანაში, ექნება ტრანზიტული ნომერი და იმპორტიორებს/მფლობელებს მოუწევთ მათი რეალიზაცია იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევრო 5 სტანდარტი.
ცნობისთვის, საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის პირველი იანვრიდან 10 და მეტის წლის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს