

გორის ხელოვნების სახლში ექსპერიმენტული ვორქშოფი გაიმართა.
ღონისძიებაში ფირის ფოტოგრაფიით და დაზგური გრაფიკის ექსპერიმენტული ტექნიკებით დაინტერესებული 13 მონაწილე ჩაერთო.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეებს ფოტოგრაფმა ტატო წიქარიძემ ფირის ფოტოგრაფიის ნიუანსები გააცნო.
მსმენელებმა დაზგური გრაფიკის სპეციალისტების დამხარებით და ფოტოებზე დაყრდნობით, 50-მდე ნამუშევარი შექმნეს.
ცნობისთვის, შეხვედრა „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გორელ ფოტოგრაფთა კლუბი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის მეშვეობით ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს