მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორში ორი მარშრუტის ცვლილება განხორციელდება
B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორში ორი მარშრუტის ცვლილება განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები 2 ნოემბრიდან ამოქმედდება.
დაინტერესებულ პირებს „გორის მაცნე" შეცვლილი მარშრუტების სქემას გთავაზობთ. ▼