შინაგან საქმეთა მინისტრმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ივანე მჭედლიშვილი დანიშნა.
ახლადდანიშნული დირექტორი დეპარტამენტის თანამშრომლებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა წარუდგინა.
მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ივანე მჭედლიშვილი გორელი გახლავთ, იგი 47 წლისაა.