

დღეს, 15 იანვარს, გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს.
ადგილობრივი გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
საკალათბურთო მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა თბილისი არენაზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ხსოვნის ტურნირი 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
ტურნირის ფარგლებში „ივერიონი“ სამ შეხვედრას გამართავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს