სად გაიყიდება სასკოლო ფორმები შიდა ქართლის ტერიტორიაზე - შპს საგანმანათლებლო რესურსები ინფორმაციას ავრცელებს
უკვე ცნობილია, საქართველოს მასშტაბით სად მოხდება სასკოლო ფორმების რეალიზაცია.
,,შპს საგანმანათლებლო რესურსები“ საქართველოს ყველა რეგიონში იმ მისამართების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, სადაც მოსწავლეების მშობლები სასკოლო ფორმების ყიდვას შეძლებენ.
როგორც ,,შპს საგანმანათლებლო რესურსები“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორმების რეალიზაციის პუნქტები ორშაბათიდან კვირის ჩათვლით იმუშავებს 11:00-დან 19:00 საათამდე.
,,გორის მაცნე“ გთავაზობთ იმ პუნქტების ჩამონათვალს, რომლებიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე განთავსდება:
სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა. მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54
ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა. მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20
სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა. მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1
სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა. მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22