

გორელმა ძიუდოისტმა დავით პაპუკიშვილმა (81 კგ.), კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იტალიაში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ოთხი გამარჯვებით დაასრულა. ფინალში კი მასპინძელთა გუნდის წევრ ლეონარდო კოპატისთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.
დავით პაპუკიშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს