

17-18 თებერვალს გორელი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
შეჯიბრს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი მასპინძლობს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად, ოქროს მედლისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.
რაც შეეხება გორელ ფალავანს, გენო პეტრიაშვილი პირველ შეხვედრებს 17 თებერვალს გამართავს, 18 თებერვალს კი ფინალური ბლოკის პაექრობებია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი 10 წელზე მეტია არაერთ ევროპის, მსოფლიოს თუ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს. გასულ წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორელმა მოჭიდავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს