

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალენ ხუბულოვი და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ დაამარცხა.
ფინალში კი თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 4:5 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა (130 ქულა).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს