

გორში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის შეჯიბრება გაიმართა გეზრბენში.
სპორტულ აქტივობაში შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები ასპარეზობდნენ.
მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ისე ვაჟები.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ხაშურის გუნდმა აჩვენა. ვაჟებს შორის კი კასპის გუნდმა გაიმარჯვა.
ტურნირი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. რეგიონული ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს