

გორელი მოკრივე ლევან დემუროვი მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია.
ტურნირი ბუდვაში (მონტენეგრო) ჩატარდა და საქართველოს ნაკრები თოთხმეტი სპორტსმენით ასპარეზობდა. აღსანინავია, რომ ნაკრებიდან ტურნირში მედლის მოპოვება მხოლოდ გორელმა მოკრივემ შეძლო.
ლევან დემუროვი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის აღზრდილია. სპორტსმენი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს