

გორმა კრივში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.
გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გარდა, რუმინეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ტიტულოვანმა სპორტსმენებმა დააჯილდოვეს.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
შეჯიბრს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს