

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) ანტალიის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ოთინაშვილი საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი გახლავთ, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე - 2022 წელს 17 წლამდელებს შორის ევროპის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გარდა ამისა, 2023 წელს 23 წლამდელებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.
გოგა ოთინაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს