

გორელი სპორტსმენი ნიკა ზანგალაძე (57 კგ.) სომხეთში თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ლევონ ვართანიანის ხსოვნის მემორიალური საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, შეჯიბრი 23 წლამდელთა შორის ჩატარდა. გორელმა სპორტსმენმა ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ფინალში სომეხ მოჭიდავეს სძლია.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ლევონ ვართანიანის ხსოვნის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირში ცხრა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს