

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) თბილისის გრანდ სლემი ოქროს მედლით დაასრულა.
სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. გერმანელი იგორ ვანდტკე (გაფრთხილებებით), ირლანდიელი ჯოშუა გრინი, კორეელი ჰეონჩეოლ კანგი და ებრაელი ტოჰან პუტბული დაამარცხა, ფინალში კი ინდივიდუალური ნეიტრალური სტატუსით მოჭიდავე რუს კარენ გალსტიანს 32 წამში იპონით მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტმა თბილისის გრანდ სლემი 2022 წელსაც მოიგო. სპორტსმენი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი 2021 და 2023 წლებში გახდა.
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს