

დღეს, 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მოეწყობა.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს