საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ბოლოს წინა ტურში, გორის „ივერიონი“ „გაუს“ დაუპირისპირდა.
თამაში გორელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 78:76 დასრულდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი - 30 ქულა გორის გუნდს ამერიკელმა ლეგიონერმა რიკარდო ლინჩმა მოუტანა. ყველაზე მეტი მოხსნა კი გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის თამაშს „ივერიონი“ „მარგვეთის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13 აპრილს 16:00 საათზე ზესტაფონის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი