

სამი - პირველი, სამი - მეორე და ექვსი მესამე ადგილით დაასრულა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ტაეკვანდოს გუნდმა იმერეთის ღია ჩემპიონატი.
შეჯიბრის გამარჯვებული ნინო ავაზიშვილი (63 კგ. იუნიორი), დემეტრე ტერაშვილი (21 კგ. პატარა პინი) და რამაზ კუდუხოვი (48კგ. იუნიორი) გახდა.
ნინო მამესწარაშვილიმა (37კგ. კადეტი), ნანა კოზაევმა (55კგ. იუნიორი) და თიკა ტერაშვილმა (57კგ. სენიორი) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულეს.
რაც შეეხება მესამე ადგილს, მარიამ ავაზიშვილი (33კგ. კადეტი), მერი ჭეჭელაშვილი (55კგ. კადეტი), ნინი ჩიბიროვი (49კგ. იუნიორი), ლაშა გოლოევი (55კგ. იუნიორი), სოსო მამაცაშვილი (+87 კგ. აბსოლუტური, სენიორი) და მარიამ შალამბერიძე (55კგ. იუნიორი) გავიდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს