

გორის „დილა“ „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა.
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის ცნობით, გორელთაგან მოწინააღდეგის კარში პირველი გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა. მატჩის მიმდინარეობისას, 42-ე წუთზე, გორის „დილა“ იბრაჰიმა დრამემ კიდევ ერთი გოლით დააწინაურა. მესამე გოლი კი აბუბაქარ კონტეს ანგარიშზეა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „დილას“ კარში ერთადერთი გოლი კირილ კლიმოვმა გაიტანა.
შეხვედრა ქობულეთში ჩატარდა.
მომდევნო თამაშს „დილა“ „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 აპრილს თბილისში ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს