

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი სუმოში ბრანდერბურგის ევროპის თასის ჩემპიონია.
შეჯიბრის მიმდინარეობისას სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ხატისკაცმა გერმანელი, ესტონელი, ფრანგი, უნგრელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ფინალურ პაექრობაში კი ქართველ სპორტსმენს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ბადრი ხატისკაცმა სუმოს მეექვსე ევროპის თასი მოიგო.
სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ხატისკაცი ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაშიც წარმატებით ასპარეზობდა. ამჟამად, ხატისკაცი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს