

გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ სუპერლიგის პლეიოფის მომდევნო შეხვედრებს 24 და 25 აპრილს გამართავს.
„ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდება. საკალათბურთო მატჩი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პლეიოფის პირველი ორი შეხვედრა გურჯაანში ჩატარდა. პირველი თამაში გურჯაანის „დელტას“ სასარგებლოდ, ანგარიშით 80:77 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას „ივერიონმა“ გურჯაანის გუნდი 78:76 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ „ივერიონი“, რომელიც სამი წლის წინ დაარსდა, სუპერლიგის დებიუტანტია და პირველივე სეზონში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტიც გახდა. გუნდი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ასპარეზობს.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს