

საქართველოს ნაკრების და ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ფინალამდე ავსტრიელი, იტალიელი და ესპანელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ფინალში კი თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ვაჟა მარგველაშვილი კარიერაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. პირველად სპორტსმენი ევროპის ჩემპიონის ტიტულს 2016 წელს დაესაკუთრა. გარდა ამისა, 2017 წელს ლისაბონში - ვერცხლის, ხოლო 2019 წელს მინსკში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს