

კადეტთა შორის გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში, გორელმა სპორსტმენებმა ერთი - ოქროს, ორი - ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის გამარჯვებული ნოდარ კობალაძე (+90 კგ.) გახდა. აღსანიშნავია, რომ სპორტმენმა ევროპის თასი უკვე მეოთხედ მოიგო. კობალაძემ დიორის (უნგრეთი), ანტალიის (თურქეთი), ტეპლიცეს (ჩეხეთი) ევროპის თასზეც პირველი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ლუკა დათაშვილის (60 კგ.) და მალხაზ შატაკიშვილის (90 კგ.) ანგარიშზეა.
ნატალი იაშვილი (44 კგ.), მაია ბიძინაშვილი (57 კგ.), ქეთი რობაქიძე (70 კგ.), დავით პაპუკიშვილი (81 კგ.) და იოანე აბალაკი (+90 კგ.) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთა უმრავლესობა გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. იოანე აბალი და მაია ბიძინაშვილი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ სპორტსმენები არიან.
ევროპის თასი თელავში ჩატარდა. შეჯიბრში 14 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს