

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე გურამ გაბუნიას სახელობის გორის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა.
სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შემდეგ კი, მოზარდებმა ცნობილ ფეხბურთელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ცნობისთვის, 24 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად, ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს