

გორში ზაქარია კაკალაშვილის სახელობის კლასიკური გიტარის საღამო გაიმართება.
ღონისძიება დღეს, 13 მაისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი და ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა (სამეფოს ქ. 12) უმასპიძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელი კლასიკური გიტარის კონგრესის დამფუძნებლის თამარ გიუნაშვილის კლასის კონცერტს მოუსმენს.
რაც შეეხება რეპერტუარს, წარმოდგენილი იქნება ტარიელ იბერის, მარია ლუიზა ანიდოს, ფრანცისკო ტარებას, ანტონიო ლაუროს და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს