

გორის მწერალთა სახლმა პოეზიის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე გორელი მწერლები ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, ავტორებმა გორის მერიისგან ფულადი საჩუქრებიც მიიღეს.
შეხვედრას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, თურქი, აზერბაიჯანელი და ებრაელი მწერლებიც ესწრებოდნენ.
ფესტივალი საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანს ქართული მწერლობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს